Sunday, December 15, 2013

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის   მთავარი   თემა                                  
ცხოველთა       სამყარო
მასწავლებლის     სახელი,    გვარი
ლელა    ვარდიძე
სწავლების    საფეხური
მოსწავლეები   არიან     მეათე      კლასში.    კლასში   არის    რვა   მოსწავლე.  
მოსწავლეთა      პროფილი
კლასში   არ    არის   ისეთი    მოსწავლე    რომლისთვისაც       სწავლების   ჩვეულებრივი     ტემპი   მიუღებელია.
გაკვეთილის    მიზნები   და   შედეგები
გავაცნობ    ცხოველთა   სამყაროს.     განარჩევენ     შინაურ     და     გარეულ     ცხოველებს.     განუვითარდებათ     სიყვარულის    გრძნობა     ცხოველების     მიმართ.       გამოუმუშავდებათ        პასუხისმგებლობა   ცხოველთა    დაცვისა.
წინასწარი    ცოდნა
რა   იციან    ცხოველების    შესახებ    და      რით      განსხვავდებიან     ისინი.     რა     დადებთი        თვისებების       დანახვა     შეიძლება       ცხოველებში.
შეფასების     საგანი   და   პროცედურები
გამოვიყენებ     წინასწარ   შექმნილ    შეფასების   რუბრიკას.
სასწავლო      მასალა   და     ტექნიკური     რესურსები
ფერადი     ფანქრები,        საშლელი,    ბარათები.       ვისარგებლე     წიგნებით:        სახემძღვანელო,      საბავშვო       ენციკლოპედია,       თვალსაჩინოება,        დაფა,    ცარცი,    ცხოველების    ფიტულები,    ცხოველების    სათამაშო      ფიგურები,       ცხოველები    კოლბებში.
გაკვეთილის        მსვლელობა        საკლასო     მენეჯმენტი
გამოვიყენებ    ჩემ      ცოდნას   და    გამოცდილებას     არსებული    თემის     ირგვლივ.         მოსწავლეებს     ვაჩვენებ      პრეზენტაციას.                                                    სიის     ამოკითხვა.     2 წთ.                             ტექსტის     კითხვა   5წთ.                               მოსწავლეები  კითხულობენ     ტექსტს.       მახვილდება           ყურადღება          გამომეტყველებით         კითხვაზე.               ტექსტის        ანალიზი    7წთ.                    მასწავლებელი   სვამს    კითხვებს        თემის   ანალიზისა   და    სინთეზისათვის.            მოსწავლემ      თავად     უნდა     შეძლოს       წაკითხულის         ანალიზი.                     თემის    დაყოფა    და       დასათაურება     7წთ.       კლას         ვყოფ  2ნაწილად      და     პირველ    ჯგუფს     ვაძლევ     ერთი    სურათის    დასათაურებას.      მეორე     ჯგუფს       დაფაზე   ვაწერინებ   მმეორე    სურათის    დასათაურების     სახელს.      გეგმის   მიხედვით        მოსწავლეები          გადმოსცემენ       მთელი        ტექსტის    შინაარს    5წთ.                 მოსწავლეები            მსჯელობენ     თემის     მიხვედვით       როგორები    არიან    ცხოველები.     3წთ      შესწავლილი      ტექსტის     მიხვედით    მოსწავლეებმა     დაწერეს    თემა     "მხიარული      შეჯიბრი".       10 წთ.     გრამატიკა .   რამდენი    კითხვითი    წინადადება    ამ         ტექსტში?         (სად   ცხოვრობენ     შინაური    ცხოველები   ან     სად    ცხოვრობენ   გარეული      ცხოველები)   6წთ.           სასურველია     გამოვიყენოთ   ბარათები ,    ჯგუფური   მუშაობისას.    თითეულ    ჯგუფს   მივაწოდოთ    ბარათები   და   დახატონ     თავიანთი    საყვარელი   ცხოველები. 


No comments:

Post a Comment